ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა: პეკინში შესვლა შეიზღუდა

© AP Photo / Mark SchiefelbeinCOVID 19 ჩინეთში - რიგი ვაქცინაციაზე
COVID 19 ჩინეთში - რიგი ვაქცინაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში კვლავ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ხელისუფლებამ ახალი საავადმყოფოების აგება გადაწყვიტა და ხუთ დღეში ააშენა ჰოსპიტალი.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 118 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 106 ლოკალურია, ხოლო 12 — ქვეყნის გარედან შეტანილი, იუწყება სააგენტო „სინჰუა“ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

უჰანი კორონავირუსის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ  - Sputnik საქართველო
AP: ჩინეთის ხელისუფლება ასაიდუმლოებს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას

კორონავირუსის ქვეყნისშიდა შემთხვევების ეპიცენტრი პროვინცია ცზილინის ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაწილი გახდა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. წინა დღით პროვინციაში 43 ახალი დაავადებული გამოვლინდა, ხოლო ერთი დღით ადრე — 30.

მანამდე უფრო მწვავე ვითარება შეინიშნებოდა ჰებეის პროვინციაში, სადაც გუშინ ინფიცირების 35 შემთხვევა დადასტურდა.

ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა პეკინში შესვლაზე, ვინაიდან ქალაქი ჰებეის ტერიტორიაზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იჩინა თავი, ხელისუფლებამ ახალი დროებითი საავადმყოფოების აგება გადაწყვიტა.

ჰებეიში ხუთ დღეში აიგო სპეციალური ჰოსპიტალი, რომელიც 1500 ადგილზეა გათვლილი. თითოეული პალატის ფართობი 18 კვადრატული მეტრია, ყოველი მათგანი აღჭურვილია ვენტილაციის კარგი სისტემით, აქვს ცალკე საპირფარეშო და ხელმისაწვდომია ინტერნეტი. ხელისუფლება კიდევ ექვსი ასეთი ჰოსპიტლის აგებას გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0