ტრამპი აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვებს აუქმებს, ბაიდენის გუნდი კი ზომების გამკაცრებით იმუქრება

© REUTERS / JIM BOURGდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებულ შტატებში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და ირანიდან შესვლა 2020 წლის მარტში აიკრძალა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც უქმდება შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე, იუწყება CNN თეთრი სახლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის ბოლოსწინა დღეს ტრამპი შეწყალების აქტის გამოცემას გეგმავს

გამოცემის ცნობით, 26 იანვრიდან შეზღუდვები აღარ შეეხება შენგენის ზონის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრაზილიის მოქალაქეებს.

„შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან აშშ-ში პირთა შეუზღუდავი შემოსვლა ვეღარ მიაყენებს ზიანს ქვეყნის ინტერესებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამავდროულად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა, რომ ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს უნდა გაიმართოს, არ დაუშვებს შეზღუდვების მოხსნას.

​როგორც პსაკი აზუსტებს, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს შეასუსტოს შეზღუდვები საერთაშორისო ავიაგადაზიდვებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესდა.

  • „ბაიდენის ადმინისტრაცია, ჯანდაცვის საკითხებში გუნდის რჩევით, არ აპირებს მოხსნას ეს შეზღუდვები 26 იანვარს. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავამკაცროთ ზომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საერთაშორისო მოგზაურობისას, რათა COVID-19-ის გავრცელება შევასუსტოთ“, — წერს პსაკი.

აშშ-ში შესვლა შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და ირანიდან 2020 წლის მარტში აიკრძალა. დონალდ ტრამპის ბოლო ბრძანებულების თანახმად, შეზღუდვა ძალაში რჩება ირანისა და ჩინეთის შემთხვევაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0