მეცნიერებმა ზღვაში მტაცებლების მანამდე უცნობი სამი სახეობა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიწყალქვეშა სამყარო
წყალქვეშა სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სახეობები სხვებისგან იმით განსხვავდებიან, რომ გარეგნულად ყვავილებს ჰგვანან, მაგრამ ხორცისმჭამელები არიან.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კუინზლენდის მუზეუმის მკვლევარებმა დიდ ავსტრალიურ ყურეში მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი მტაცებელი ღრუბლების სახეობები აღმოაჩინეს. კვლევის პრეს-რელიზს სამეცნიერო პორტალი Science Media Exchange აქვეყნებს.

​ახალი ორგანიზმები — Nullarbora heptaxia, Abyssocladia oxyasters და Lycopodina hystrix ყურის გარკვეულ რაიონებში წყლის ზედაპირიდან 3 კმ სიღრმეზე ბინადრობენ. ეს მრავალუჯრედიანი ცხოველებია, რომლებიც ზღვის გამდინარე წყლის ფილტრაციით იკვებებიან. თუმცა ახალ სახეობებს ეს უნარი სრულიად დაკარგული აქვთ და ისინი სხვა წყალქვეშა ბინადრებზე ნადირობენ.

„ეს წარმოაჩენს, თუ რაოდენ ბევრი ოკეანე გვაქვს კიდევ შესასწავლი. ეს კონკრეტული ღრუბლები სრულიად უნიკალურია იმით, რომ ნაპოვნია დიდი ავსტრალიური ყურის მხოლოდ ამ კონკრეტულ რაიონში — რეგიონში, რომელშიც ნავთობის ღრმაწყლოვანი დაზვერვა იგეგმებოდა“, — განაცხადა წამყვანმა ავსტრალიელმა მეცნიერმა მერიკ ეკინსმა.

ახალი სახეობები, რომლებიც გარეგნულად უფრო ყვავილებს ჰგვანან და არა ღრუბლებს, პირველი დარეგისტრირებული ხორცისმჭამელი სახეობებია. სამხრეთ ავსტრალიაში სულ ზღვის ღრუბლების 25 სახეობაა რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0