თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კანცეროგენულ დაავადებებთან (კიბო) ბრძოლისას დიდი მნშვნელობა აქვს პაციენტის მიერ კვებითი დიეტის დაცვას, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ეს კვლევების საფუძველზე დაამტკიცეს.
აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა Daily Mail.
როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, კიბოს უჯრედების ზრდას ორგანიზმში ამინომჟავა სერინის დაგროვება უზრუნველყოფს, რომელიც თითქმის ყველა ცილის შენებაში იღებს მონაწილეობას. ის შედის ხორცში, თევზსა და კვერცხში.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დიეტა სერინის დაბალი შემცველობით სიმსივნეების ზრდას ანელებს.
ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ავადმყოფთა 30 პროცენტს ორგანიზმში უვითარდება მუტაცია, რის გამოც კიბოს უჯრედები თავისთავად მოქმედებენ სერინის გაზრდილ გამომუშავებაზე. ეს უფრო ხშირად ნაწლავებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ძნელად განკურნებადი ფორმების დროს ხდება.
მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კიბოს მკურნალობაში დიეტური ჩარევა დიდი ხანია განიხილება ექიმებსა და მეცნიერებს შორის. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს ადაიანის კვებითი რაციონი კიბოზე, ექიმებს არა მარტო მკურნალობაში, არამედ დაავადების თავიდან არიდებაშიც დაეხმარება.