აზერბაიჯანი და თურქეთი თებერვალში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

© photo : Republic of Turkey Ministry of National Defenceაზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები ყარსში
აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები ყარსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლოს ორმა ქვეყანამ მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასული წლის აგვისტოში ჩაატარა, რა დროსაც საბრძოლო სროლები განხორციელდა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თურქეთი და აზერბაიჯანი 1-დან 12 თებერვლამდე ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებენ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ თურქულ–აზერბაიჯანულ წვრთნებში „ზამთარი–2021“, უკვე გაემგზავრნენ ყარსში.

​აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ფართომასშტაბიანი ტაქტიკური და საფრენ–ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით, რომელშიც აზერბაიჯანისა და თურქეთის სახმელეთო ჯარები და სამხედრო–საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ, ბოლოს 2020 წლის აგვისტოში ჩატარდა.

წვრთნებში ჩართული იყო ორივე ქვეყნის არმიების პირადი შემადგენლობა, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ნაღმმტყორცნები, ასევე ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0