დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

© AP Photo / Alex Brandonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასე რომ, შესაძლებელია აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ისტორიაში შევიდეს როგორც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც არ დაესწრება ცერემონიას

 

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება სახელმწიფო მეთაურის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას, ამის შესახებ წერს РИА Новости.

 „ყველას, ვინც მეკითხება: მე არ ვაპირებ ინაუგურაციაზე დასწრებას 20 იანვარს,"- დაწერა ტრამპმა Twitter–ზე.

ასე რომ, შესაძლოა, ტრამპი აშშ–ის ისტორიაში მეოთხე პრეზიდენტი გახდეს, რომელიც არ დაესწრება საკუთარი შემცვლელის ინაუგურაციის ცერემონიას. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა Twitter-ზე აკაუნტი აღადგინა: რომელი „ტვიტები“ წაშალა პრეზიდენტმა

პირველად ასე მოიქცა ჯონ ადამსი, აშშ–ის მეორე პრეზიდენტი (1797–1801 წლები). იგი არ დაესწრო ღონისძიებას, არამარტო არჩევნებში განცდილი მარცხის, არამედ ოჯახური ტრაგედიის გამო – ადამსის ერთ–ერთი ვაჟი ალკოჰოლით გარდაიცვალა.

მეორე იყო ჯონ ქუინსი, აშშ–ის მეექვსე პრეზიდენტი და ჯონ ადამსის ვაჟი (1825–1829 წლები). არც მას და არც არჩევნებში გამარჯვებულ ენდრიუ ჯექსონს ურთიერთობის სურვილი არ გამოუხატავთ, შესაბამისად, ინაუგურაციაზე ვიზიტამდე საქმე არც მისულა.

მესამე იყო ენდრიუ ჯონსონი, აშშ–ის მე–17 პრეზიდენტი (1865 – 1869 წლები).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0