მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოკეანეებში მილიარდობით პირბადე ხვდება: ეკოლოგები განგაშს ტეხენ

© AFP 2024 / ANTHONY WALLACEOceans Asia-ს დამფუძნებელი ჰარი სტოუკსი პლაჟზე მოგროვებული პირბადეებით
Oceans Asia-ს დამფუძნებელი ჰარი სტოუკსი პლაჟზე მოგროვებული პირბადეებით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის განმავლობაში, პანდემიასთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 52 მილიარდი პირბადე დამზადდა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გასული ერთი წლის გამავლობაში ოკეანეებში დაახლოებით 1,5 მილიარდ პირბადეზე მეტი მოხვდა, რაც ასობით წლის განმავლობაში შექმნის პრობლემას, იუწყებიან Oceans Asia-ს ზღვის გარემოს დაცვის სპეციალისტები.

ერთჯერადი ჭიქა - Sputnik საქართველო
აღმოჩენილია პლასტმასის ეკოლოგიური შემცვლელი: ფასი და თვისებები უცვლელი რჩება

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევართა ჯგუფი 2020 წლის დასაწყისიდან იკვლევდა ჰონკონგის სამხრეთით მდებარე კუნძულის სანაპიროზე გამორიყული პირბადეების რაოდენობას.

„ჰონკონგში COVID-19–ის შეღწევიდან დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, უკვე ვნახულობდით უამრავ პირბადეს წყალში“, — განაცხადა Oceans Asia–ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებამდე მსგავსი რამ ორგანიზაციას არასდროს შეუნიშნავს.

სპეციალისტების თქმით, სამედიცინო პირბადეები, რომლებიც პოლიპროპილენისგან — პლასტმასის უწვრილესი ბოჭკოებისგან მზადდება, წყალში იშლება. შედეგად, პლასტმასის მცირე ნაწილაკები ოკეანეში რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში რჩება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო თევზებს, არამედ ასევე აბინძურებს ჰაერსაც.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 52 მილიარდი პირბადე დამზადდა, რომელთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 6240 ტონა, უკვე მოხვდა მსოფლიო ოკეანეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0