მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საგანგაშო სტატისტიკა: ევროპოლი მშობლებს პედოფილების გააქტიურებაზე აფრთხილებს

© courtesy of Europolევროპოლის შტაბბინა
ევროპოლის შტაბბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა მიმართ ინტერნეტით ჩადენილი სექსუალური დანაშაულების სტატისტიკა ევროპული პოლიციის სააგენტოს ხელმძღვანელობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინტერნეტით სექსუალურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართ, იუწყება ევროპოლი.

გერანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
პედოფილების საქმე: მთელ გერმანიაში ჩხრეკა ჩატარდა - არიან დაკავებულები და დაჭრილები

აღნიშნულის შესახებ ევროპული საპოლიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა კატრინ დე ბოლმა ისაუბრა ინტერვიუში, რომელიც მედიაკონცერნ Funke-ს გამოცემებში გამოქვეყნდა 28 დეკემბერს.

ევროპოლის შეფის თქმით, პედოფილები პანდემიის დაწყების მომენტიდან ბევრად უფრო აქტიურად ეძებენ ინტერნეტში როგორც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებს, ისე თავად სავარაუდო მსხვერპლსაც.

„დამნაშავეები ცდილობენ დაამყარონ უშუალო კონტაქტი ბავშვებთან, რომლებიც „ლოკდაუნის“ გამო დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში — ხშირად მშობლების მეთვალყურეობის გარეშე“, — აცხადებს კატრინ დე ბოლი.

ევროპოლის შეფის თქმით, უწყების მიერ დაფიქსირებული შემთხვევების სტატისტიკა მას ძლიერ აშფოთებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა 1 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს ჩხრეკა 50 ეჭვმიტანილის ბინაში ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიჭრა. ბოლო მონაცემებით, პედოფილების ონლაინ-ქსელს, რომლის კვალზეც გერმანიის პოლიცია გავიდა, დაახლოებით 30 ათასი ანონიმური მომხმარებელი ჰყავდა. ისინი ინტერნეტის მეშვეობით უცვლიდნენ ერთმანეთს ბავშვთა პორნოგრაფიას და საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩატებსა და მესენჯერებში განიხილავდნენ. ეს გერმანიის ისტორიაში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე დიდი შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0