მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე საიმედო ძრავის მქონე ავტომობილები: ქვეყნდება უახლესი რეიტინგი

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები ქუჩაში
ავტომობილები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა კომპანიამ მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რა დროსაც ექსპერტებმა 1996-დან 2020 წლამდე გამოშვებული 15,5 მლნ-ზე მეტი ავტომობილის მონაცემები გააანალიზეს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული კომპანია CarMD-ს ექსპერტებმა ყველაზე საიმედო ძრავების მქონე ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა კვლევის პროცესში 1996-დან 2020 წლამდე გამოშვებული 15,5 მლნ-ზე მეტი ავტომობილის მონაცემები გააანალიზეს. ექსპერტებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ირთვებოდა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე ავტომობილებში ინდიკატორი, რომელიც ძრავში შესაძლო გაუმართაობასა და მისი შემოწმების აუცილებლობაზე მიანიშნებს.  

​კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე იშვიათად ეს ინდიკატორი ფირმა Mitsubishi-ს ავტომობილებში ირთვებოდა. მეორე პოზიციაზე მოხვდა Mercedes-Benz-ის ავტომობილები, ხოლო მესამეზე — კომპანია Volkswagen-ისა.

საუკეთესო ძრავების მქონეთა პირველ ხუთეულში შევიდა კომპანია Buick-ისა და Ford-ის ავტომობილებიც.

გარდა ამისა, ექსპერტებმა საიმედოდ დაასახელეს Mazda-ს, BMW-ს, GMC-ს, Subaru-სა და Cadillac-ის მარკებიც.

მოდელებს შორის ლიდერი 2018 წლის გამოშვების Toyota Tacoma გახდა. მეორე და მესამე პოზიციებზე კი, შესაბამისად, Honda CR-V (2015 წლის მოდელი) და Toyota Camry (2018 წ.) განთავსდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0