მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის გაუქმება მოითხოვა

© REUTERS / Chris KeaneКандидат от демократов Хиллари Клинтон
Кандидат от демократов Хиллари Клинтон - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 61% არჩევნების არსებულ სისტემას მოძველებულად მიიჩნევს და მის შეცვლას უჭერს მხარს.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის გაუქმებისკენ მოუწოდებს, რის შესახებაც საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

ჰილარი კლინტონის თქმით, ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება ამომრჩეველთა კოლეგიის გაუქმება და პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრის გზით არჩევა. ​მისი აზრით, ასევე უნდა ირჩეოდეს ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირიც.

„თუმცა, სანამ ის არსებობს, მე სიამაყით მივეცი ჩემი ხმა ნიუ-იორკში ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს“, — დაამატა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკის ამომრჩეველთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია: ჯო ბაიდენმა საჭიროზე მეტი ელექტორალური ხმა მიიღო

აშშ-ში საპრეზიდენტო აჩევნები ამ დროისათვის ორსაფეხურიანია. ამ სისტემის შესაბამისად, 14 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგად დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ცოტა ხნის წინ ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 61% არჩევნების არსებულ სისტემას მოძველებულად მიიჩნევს და მის შეცვლას უჭერს მხარს. მათი აზრით, ამომრჩეველთა კოლეგია აღარ ამართლებს თავის დანიშნულებას, იგნორირებას უწევს რა ამომრჩეველთა ნებას და გადაჭარბებულად მეტ უფლებას ანიჭებს სადავო შტატებს, რომლებზეც არის კიდეც დამოკიდებული არჩევნების საბოლოო შედეგი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო შემთხვევები, როცა მოსახლეობის ხმების რაოდენობით გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტი ვერ გახდა — სწორედ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების მიერ ხმათა სხვაგვარად გადანაწილების გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0