მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსზე ვაქცინაცია ერთდროულად დაიწყება

© photo: Sputnik / Alexander Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის კანცლერმა არ იცის, შეიძლება თუ არა, რომ ასაცრელ პირებს წამის სიზუსტით „უჩხვლიტონ“ ნემსები.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ COVID-19-ზე აცრებს ერთდროულად დაიწყებენ, თუმცა, შესაძლოა, არა წამის სიზუსტით, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

კანცლერის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ვაქცინა კოორდინირებულად განაწილდება.

„ჩვენს ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვაქცინა კოორდინირებულად უნდა განაწილდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ერთდროულად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის“, — აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ლიდერის თქმით, მან არ იცის, შეიძლება თუ არა, რომ ეს „ერთ საათში მოხდეს, ანუ ნემსმა წამი წამში უჩხვლიტოს ასაცრელებს“, თუმცა ევროკავშირის ხელმძღვანელებს ყველაფრის შეთანხმებულად გაკეთება სურთ, რათა ვაქცინაზე ყველას თანაბარი წვდომა ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0