მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი შეთანხმდა: თურქეთს სანქციები გაუფართოვდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა მანამდე უკვე აამოქმედა თურქეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები კვიპროსის წყლებში უკანონო ბურღვისთვის.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი შეათანხმეს, იუწყება სააგენტო France-Presse დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-სა და თურქეთის-დროშები - Sputnik საქართველო
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტი თურქეთის სავალდებულო დასჯას ითვალისწინებს

ამ დროისათვის უკვე მოქმედებს ევროკავშირის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში უკანონო ბურღვისთვის. ნოემბერში ევროკავშირმა აღნიშნული სანქციების ვადა 2021 წლის 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. უკანონო ბურღვისთვის სანქციების სიაში ამ დროისათვის თურქეთის ორი მოქალაქე შედის.

წყაროს ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ინდივიდუალური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ და „თუ თურქეთი კვლავაც განაგრძობს უკანონო და აგრესიულ მოქმედებებს, შესაძლოა, დაწესდეს დამატებითი ზომები“.

მანამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ თურქეთის ქმედებებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში პოზიტიური დინამიკა არ შეინიშნება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს თურქეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, მაგრამ მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებიც, თუ პოზიტიურ ცვლილებებს ვერ დაინახავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0