მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„წლის ადამიანი“: ცნობილი გახდა ჟურნალ Time-ის ვერსია

© REUTERS / KEVIN LAMARQUEჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალ Time-ის ვერსიით, 2019-ში „წლის ადამიანი“ შვედი ეკოაქტივისტი, 16 წლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი გახდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალმა Time-მა „2020 წლის ადამიანებად“ გამოაცხადა.

მანამდე გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი — მედიცინის მუშაკებთან ერთად, და ასევე „მოძრაობა რასობრივი სამართლიანობისთვის“, რომელიც აშშ-ში მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

​„წლის ადამიანები“ მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა წარადგინა სპეციალური ვიდეორგოლით, რომელიც გამოცემის Twitter-ზე განთავსდა.

2019 წელს „წლის ადამიანის“ წოდება ჟურნალმა Time-მა 16 წლის შვედ ეკოაქტივისტს გრეტა ტუნბერგს მიანიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0