მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანული საფრთხე: ამერიკული ძალები საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

© Pixabay / ArmyAmberამერიკელი სამხედრო საბრძოლო ქმედების დროს
ამერიკელი სამხედრო საბრძოლო ქმედების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენტაგონში შიშობენ, რომ ირანმა შეიძლება ისარგებლოს აშშ-ის ხელისუფლებაში ცვლილებით და ასევე ამერიკული ჯარების გაყვანით ავღანეთიდან და ერაყიდან.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროები საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს ირანის თავდასხმის შემთხვევისთვის, იუწყება გაზეთი Politico ოფიციალურ სამხედრო პირზე დაყრდნობით.

მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა - Sputnik საქართველო
ირანი შურისძიებით იმუქრება: ფიზიკოსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

წყაროს თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება ერაყში პროირანული ძალების პოტენციური ომისთვის სამზადისის ნიშნებს.

ამასთან სტატიის ავტორი წერს, რომ თეირანის მხარდამჭერმა დაჯგუფებებმა ცოტა ხნის წინ რეგიონში სარაკეტო შეტევები განაახლეს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს ორმა ამერიკულმა ბომბდამშენმა B-52H ახლო აღმოსავლეთის რაიონში გაიფრინა „აგრესიის შეკავების“ მიზნით. პენტაგონი ამ სახით აჩვენებს პარტნიორებს, რომ მზად არის განათავსოს რეგიონში სამხედრო ძალა.

თუმცა, როგორც Politico-ს წყარო ირწმუნება, პენტაგონი არ აპირებს თავად წამოიწყოს რაიმე სახის მოქმედებები.

„არ არსებობს შეტევის განზრახვა. არსებობს გეგმა გამოჩნდეს ძლიერი თავდაცვითი პოზიციები, რაც პოტენციურ მოწინააღმდეგეს დააფიქრებს“, — აცხადებს წყარო.

მისი თქმით, ვაშინგტონის ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ შეაკავოს ირანი ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან აშშ-ის და ასევე იმ კოალიციის მიმართ, რომელსაც შეერთებული შტატები მეთაურობს. წყაროს განმარტებით, პენტაგონში შიშობენ, რომ თეირანმა შესაძლოა ისარგებლოს ამერიკის ადმინისტრაციაში ხელისუფლების ცვლილებით და ასევე ერაყიდან და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანით. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახლოვდება გენერალ ქასემ სულეიმანის გარდაცვალების წლისთავი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურა.

 

ყველა ახალი ამბავი
0