მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინდოეთში იდუმალი დაავადების კვლევაში ჯანმო ჩაერთო

© AP Photo / Aftab Alam Siddiquiვითარება ინდოეთში
ვითარება ინდოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იდუმალი დაავადება, რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს შეეყარა ინდოეთის ქალაქ ელურუში, კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.

თბილისი, 8 დეკემბერი ― Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშის შტატის ხელისუფლებას უცნობი დაავადების შესწავლის საქმეში ეხმარებიან, იუწყება РИА Новости ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

COVID 19 - ტესტირება ინდოეთში  - Sputnik საქართველო
ეს რაღაც სხვაა: იდუმალ დაავადებას ინდოეთში COVID-19-თან კავშირი არ აქვს

მანამდე ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი ქალაქ ელურუში უცნობი დაავადების შემთხვევების გამოსაძიებლად.

„ჯანმოს ეპიდემიოლოგიური დაკვირვების ორი თანამშრომელი დახმარებას უწევს შტატის ჯანდაცვის ორგანოებს კვლევების ჩატარებაში“, ― განუცხადა სააგენტოს ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, შტატის ხელისუფლებამ ელურუში ექიმებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების დამატებითი ჯგუფები გაგზავნა. გარდა ამისა, უცნობი დაავადების გამოძიებაში ჩართულია ქვეყნის ყველა წამყვანი ინსტიტუტი.

უცნობმა დაავადებამ ელურუსა და მის შემოგარენში კვირას იფეთქა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 800 ადამიანს გადააჭარბა. დაავადების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, მოულოდნელი გულყრები, აქაფებული პირი და კანკალი. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს.

უცნობი დაავადების შესასწავლად ინდოეთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა>>

სისხლისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზმა, ასევე ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ჯერჯერობით ვერ გამოავლინა დაავადების მიზეზი. ამ დროისათვის ელურუსა და მის შემოგარენში მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და ტარდება ტესტირება. 

მანამდე დასავლეთ გოდავარის ოლქში განთავსებული შტაბის ინსპექტორმა დოლა ჯოში როიმ განაცხადა, რომ რაიონებში, რომლებშიც ახალი დაავადება დაფიქსირდა, „ფსიქოლოგიური კრიზისია“. ხელისუფლება ცდილობს „ეფექტური კომუნიკაციით“ გაუმკლავდეს მოსახლეობაში პანიკას.

ყველა ახალი ამბავი
0