მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის 40-ზე მეტი შტატი Facebook-ს სასამართლოში უჩივლებს: სარჩელი მზადაა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფეისბუქი
ფეისბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Facebook-ის წარმომადგენლები და ნიუ-იორკის პროკურატურის თანამშრომლები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ აღნიშნულთან დაკავშირებით.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მთელი რიგი შტატების ადმინისტრაციები მომდევნო კვირაში კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ საამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოსწორდით, თორემ დაგხურავთ: დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს ემუქრება

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მფლობელ კომპანიას ქვეყნის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაში სდებენ ბრალს.

სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, სასამართლოში ჩივილს 40-ზე მეტი შტატი აპირებს.

6 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 449-გვერდიანი მოხსენება წარმოადგინა, რომელიც 16-თვიან გამოძიებას ეყრდნობა. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, კომპანიები Amazon, Facebook, Google და Apple ბაზარზე მონოპოლისტურ ტაქტიკას იყენებენ.

20 ოქტომბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა კორპორაცია Google-ის წინააღმდეგ, ვინაიდან, ხელისუფლების აზრით, ის ზიანს აყენებს კონკურენციას ონლაინ–მოედნებზე. ამერიკის ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად მოსარჩელეთა რანგში ქვეყნის 11 შტატი გამოდიოდა.

ტრამპმა სოციალური ქსელები დასაჯა: ბრძანებულება ხელმოწერილია>>

რამდენიმე დღის წინ კი The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფედერალური ხელისუფლება კიდევ ოთხ სარჩელს ამზადებს Facebook-ისა და Google-ის წინააღმდეგ აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის წარმომადგენლებმაც და ნიუ-იორკის პროკურატურის თანამშრომლებმაც უარი განაცხადეს ყველანაირ კომენტარზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0