Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მემკვიდრეობით გადაეცემა? დაიბადა ბიჭუნა კოვიდისადმი იმუნიტეტით

© Pixabay / blankita_uaახალშობილი დედასთან
ახალშობილი დედასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერების თქმით, ორსული დედისგან ნაყოფისთვის კორონავირუსის პირდაპირი გზით გადადების შესაძლებლობა დადასტურებული არ არის.

თბილისი, 30 ნოემბერი ― Sputnik. ქალს, რომელიც ორსულობის დროს კორონავირუსით დაინფიცირდა, COVID-19-სადმი ანტისხეულების მქონე ბიჭუნა შეეძინა, იუწყება გაზეთი Straits Times.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
ფაქტორი, რომელიც ქალებში კორონავირუსით სიკვდილიანობას ორჯერ ზრდის: უახლესი კვლევა

გავრცელებული ინფორმაციით, სინგაპურელ ქალს კორონავირუსი ორსულობის მეათე კვირას დაუდასტურდა. დაავადება მან მსუბუქად გადაიტანა და საავადმყოფოდან დაახლოებით ორ კვირაში გაწერეს. მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილს, რომელსაც ოლდრინი დაარქვეს, ექიმებმა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი აღმოუჩინეს.

„ეს ძალიან საინტერესოა. პედიატრმა თქვა, რომ კოვიდისადმი ჩემი ანტისხეულები გაქრა, მაგრამ ოლდრინს ისინი აქვს. ჩემი ექიმი ფიქრობს, რომ ისინი მე გადავეცი შვილს ორსულობის დროს“, ― ამბობს ქალი.

როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის ქვეყანაში, როცა ორსულობაში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი COVID-19-სადმი ანტისხეულების მქონე ბავშვს აჩენს.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის შესაძლებლობა დღეისათვის დადასტურებული არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0