სენსაციური კვლევა: მეცნიერებმა ძველ ეგვიპტურ მუმიაში თანამედროვე საგნები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Xenya Nikolskaya / გადასვლა მედიაბანკშიმუმიის სარკოფაგი
მუმიის სარკოფაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მეცნიერებმა მუმიების სკანირების უახლესი მეთოდი გამოიყენეს და ერთ-ერთ სარკოფაგში ძველი ეგვიპტისთვის უჩვეულო საგნები აღმოაჩინეს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი მეთოდით „შეიხედეს“ ეგვიპტეში აღმოჩენილი სარკოფაგის შიგნით და იქ ისეთი ნივთები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველ ეგვიპტეში არაფრით არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ნათქვამია ჟურნალ Live Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

​​გავრცელებული ინფორმაციით, მუმია სახელწოდებით Hawara Portrait Mummy No.4 კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენის უთხელესი სხივების გაერთიანების მეთოდით შეისწავლეს და ობიექტი დაწვრილებით გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ეს პირველ საუკუნეში მცხოვრები ხუთი წლის გოგონას მუმიაა, თუმცა სარკოფაგს ზედ ზრდასრული ქალი ახატია.

ეგვიპტური მუმია - Sputnik საქართველო
ეგვიპტეში 2500 წლის ხელუხლებელი სარკოფაგები აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო

მუმიის სკანირებამ აჩვენა, რომ ცხედარს 36 ცალი ქინძისთავი აქვს დარჭობილი — ხუთი ტორსზე, 11 — თავსა და კისერზე, კიდევ 20 — ტერფებზე.

მეცნიერების თქმით, სწორედ ქინძისთავებია ის, რამაც მათი გაოგნება გამოიწვია, ვინაიდან ძველ ეგვიპტელებს ისინი არანაირად არ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – მუმიის მუცელში აღმოჩენილი 7х5х3 მილიმეტრის ზომის საგანია, რომელიც, სავარაუდოდ, მალაქიტის ან გრანიტისგან უნდა იყოს დამზადებული. ფორმით ის ხოჭო სკარაბეუსს ჩამოჰგავს და სწავლულები ფიქრობენ, რომ ის ბნელი ძალებისგან დამცველი ამულეტის სახით ჩააყოლეს გოგონას.

თუ რით გარდაიცვალა ბავშვი, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია — მის სხეულზე არანაირი ტრავმა არ არის აღმოჩენილი.  

​​გარდა ამისა, სწავლულებს ასევე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ ახატია სარკოფაგს ზემოდან ზრდასრული ქალის პორტრეტი, როცა იქ ბავშვის მუმიაა ჩასვენებული. საქმე ისაა, რომ, როგორც გერმანელი მეცნიერების მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ძველი ეგვიპტელების მიერ შესრულებული პორტრეტები სარკოფაგებზე გამაოგნებელი სიზუსტით გამოირჩევა. ამის დასტურად მათ 3 წლის ბიჭის მუმია მოჰყავთ, რომლის სახის აღდგენაც მოახერხეს. აღმოჩნდა, რომ სწავლულების მიერ აღდგენილი სახე საოცრად ჰგავდა სარკოფაგზე დატანილ პორტრეტს.

ყველა ახალი ამბავი
0