მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უამინდობა და ბედისწერა: მამაკაცი წვიმის წყალობით გამდიდრდა

© AP Photo / Alberto Pezzaliადამიანები წვიმაში
ადამიანები წვიმაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები უამინდობის გამო დღის განრიგს ცვლიან და უზარმაზარი მოგების მფლობელები ხდებიან.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მამაკაცმა უამინდობის გამო შეცვლილი გეგმების წყალობით უზარმაზარი თანხა მოიგო, იუწყება პორტალი UPI.

​გავრცელებული ინფორმაციით, კანადელმა ბერნარდ ანმორმა შვილი ფეხბურთზე წაიყვანა, მაგრამ ვარჯიში წვიმის გამო გადაიდო და ისინი იძულებული გახდნენ შინ დაბრუნებულიყვნენ. გზად ბიჭს მოშივდა და მამას სთხოვა, რამე მიყიდეო. ბერნარდმაც ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა მანქანა შვილისთვის რაიმე სასუსნავის შესაძენად. მაღაზიაში შესულმა კი საჭმელს მომენტალური ლატარეა Set for Life-ის რამდენიმე ბილეთიც გამოაყოლა.

ლატარეა - Sputnik საქართველო
„რაღაც ხმამ მიკარნახა“: კაცმა ლატარიის 25 ბილეთი იყიდა და... 25-ვემ მოიგო

შინ მისულმა კაცმა ბილეთები შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 675 ათასი კანადური დოლარი (1 719 117 ლარი) ჰქონდა მოგებული. ანმორმა არ დაიჯერა ასეთი იღბალი და ბენზინგასამართ სადგურზე დაბრუნდა ლატარეის შესამოწმებლად. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბილეთებიც ნამდვილი იყო და მოგებაც.

მოგებული ფულით მამაკაცი თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებას — ავტომობილ Ford Mustang Shelby GT500-ის შეძენას აპირებს, დანარჩენ თანხას კი სამომავლოდ გადადებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წვიმის გამო შეცვლილი გეგმების გამო ადამიანები დიდ თანხებს იგებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ქალბატონმა თავსხმა წვიმას გზისპირა მაღაზიაში შეაფარა თავი, სადაც ლატარეის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ჯეკპოტი მოხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0