ქველმოქმედების მიზნით: მსოფლიოს სპორტსმენი მამაკაცები გაშიშვლდნენ – ფოტო

© Pixabay / LeandroDeCarvalhoჯანსაღი სხეული
ჯანსაღი სხეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცები აბსოლუტურად შიშვლები პოზირებდნენ ერთობლივი დასვენების, სპორტული ღონისძიებებისა და თამაშების დროს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა შიშველი ფოტოსესია მოაწყვეს საქველმოქმედო კალენდრისთვის Worldwide Roar 2021, იუწყება გამოცემა Daily Mail, რომელიც აქვეყნებს კიდეც თამამ ფოტოებს. 

​გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი მამაკაცები სრულიად შიშვლები პოზირებდნენ ჩოგბურთის კორტებზე თამაშისა თუ ცხენოსნობისა და დასვენების დროს.

აღსანიშნავია, რომ ეროტიკული კალენდრის გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Sport Allies-ს გადაეცემა, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა სპორტსმენებს სქესის, რასისა და ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.

სოციალური ქსელები სმარტფონზე - Sputnik საქართველო
შიშველი ტრენდი სოციალურ ქსელებში: ვარსკვლავებმა თამამი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს

როგორც კალენდრის შემქმნელი ანგუს მალკომი ამბობს, თავისი ნამუშევრებით სურს წამოაყენოს მნიშვნელოვანი კითხვა: „როგორ ვხედავთ მამაკაცებს“.

„საზოგადოებაში მიღებულია ჩაითვალოს, რომ თუ მამაკაცი ნატურალად და ღია ფერის კანით დაიბადა, მას სოციალური პრივილეგიებიც აქვს და წარმატების მიღწევის მეტი შანსიც. მე ვცდილობ ამ სტერეოტიპის გადალახვას და მამაკაცთა უფლებებისა და შესაძლებლობების გათანაბრებას“, — ამბობს მალკომი.

მისი თქმით, კალენდრის მთავარი ამოცანაა საზოგადოებაში ზოგადად მამაკაცის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

 

ყველა ახალი ამბავი
0