თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ძილის ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულის უკმარისობისგან დასაცავად, იუწყება გამოცემა Express ტულეინის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.
სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძილის შედარებით ჯანმრთელი რეჟიმი აქვთ, გულის დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად უქვეითდებათ.
ასეთ ჯანმრთელ რეჟიმად მეცნიერები ყოველ ღამე შვიდ–რვა საათიან ძილს მიიჩნევენ.
კვლევის პროცესში მეცნიერები 37-დან 73 წლამდე ასაკის 408.802 ადამიანს დააკვირდნენ, რომელთაგან 5.221-ს გულის უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელებს ძილის პრობლემები აღენიშნებოდათ: ზოგს უძილობა აწუხებდა, ზოგი ხშირად იღვიძებდა ღამღამობით საკუთარი ხვრინვის გამო, სხვებს კი მცირე ხნით ეძინათ.
მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღისით ერთ საათზე მეტი ხნით ძილი სასიკვდილოდ სახიფათოა. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც დღისით რეგულარულად ეძინათ ერთ საათზე მეტხანს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 34%-ით, ხოლო სხვა მიზეზებით სიკვდილიანობის რისკი 30%-ით ეზრდებოდათ.