მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი სარჩელი: ტრამპის შტაბმა პენსილვანიაში საკვანძო მოთხოვნებზე უარი თქვა

© AFP 2024 / Saul Loebდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა პენსილვანიის სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეცვალა და მისი ახალი რედაქცია წარადგინა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შტაბმა უარი თქვა იმ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილზე, რომლებიც პენსილვანიის შტატის სასამართლოში შეიტანეს არჩევნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, იუწყება გაზეთი Washington Post.

აშშ-ის საარჩევნი ბიულეტენები - Sputnik საქართველო
პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა: ბიულეტენები გადაითვლება

გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადვოკატებმა სარჩელი ახალი რედაქციით წარადგინეს. კერძოდ, დოკუმენტიდან ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც ლაპარაკი იყო საარჩევნო კომისიის მხრიდან რესპუბლიკელი დამკვირვებლებისთვის ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებაში ხელის შეშლაზე. მანამდე დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი აცხადებდა, რომ სწორედ ამის გამო უნდა ყოფილიყო ცნობილი ბათილად პენსილვანიის უდიდეს ქალაქებში — ფილადელფიასა და პიტსბურგში მიცემული 600 ათასი ხმა.

გაზეთის ცნობით, სარჩელის „შემოკლებულ“ ვერსიაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელები უკანონოდ აღმოჩნდნენ არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან დემოკრატების მომხრე ზოგ ოლქში ამომრჩევლებს ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებში დაშვებული შეცდომების გასწორების უფლება მისცეს.

ტრამპი: ბაიდენმა მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა>>

დემოკრატების თქმით, აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია შტატში არჩევენების შედეგებზე, ვინაიდან საუბარია მხოლოდ ხმათა მცირე რაოდენობაზე. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოითხოვეს სასამართლოსგან, არ დააკმაყოფილოს რესპუბლიკელების სარჩელი.

წამყვანი მედიასაშუალებების შეფასებით, პენსილვანიაში გამარჯვება დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა, რითიც მან ამომრჩეველთა კოლეგიისგან 20 ელექტორალური ხმა მიიღო. ტელეარხ Fox News-ის ინფორმაციით, შტატში ამ დროისათვის ბიულეტენების 99%-ია დათვლილი. ბაიდენს ხმების 49,9% აქვს მიღებული, ხოლო ტრამპს — 48,9%. დემოკრატ კანდიდატს დაახლოებით 68,7 ათასით მეტი ხმა აქვს მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0