სავლები 99.9% ეფექტით: მეცნიერები COVID-19-სგან თავდაცვის ახალ საშუალებას ასახელებენ

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი საერთაშორისო ლაბორატორიის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი სავლები რამდენიმე წამში ანადგურებს კორონავირუსს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პირის ღრუს სავლებების გამოყენება, ჰიგიენის სხვა საშუალებებთან ერთად, დამატებით დაცვას უზრუნველყოფს კორონავირუსით ინფიცირებისგან, იუწყება კომპანია Unilever.

Тестирование на коронавирус COVID-19 в столице Грузии - Sputnik საქართველო
მეცნიერები: PCR-ტესტი სანდო არ არის, შეცვალეთ დიაგნოზის დასმის მეთოდი

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი დასკვნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ლაბორატორია Microbac Laboratories-ის მკვლევარებმა გამოიტანეს.

როგორც ირკვევა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირის ღრუს სავლებები, რომლებიც CPC-ს (Cetylpyridinium Chloride – ცეტილპირიდინის ქლორიდი) შეიცავს გარკვეული კონცენტრაციით, კორონავირუსის შტამის აქტიურობას თითქმის ასი პროცენტით თრგუნავს.

„კვლევა აჩვენებს, რომ იმ სავლებების რეცეპტურა, რომლებიც CPC-ს 0,07%-იანი კონცენტრაციით შეიცავს, ვირუს SARS-CoV-2-ის აქტიურობას უკვე 30 წამის შემდეგ თრგუნავს 99,9%-ით. ანუ, რა დროც არის რეკომენდებული გამოსავლებად“, — აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან აღინიშნება, რომ პირის ღრუს გამოვლება არ იძლევა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის სრული შეჩერების გარანტიას.

ცეტილპირიდინის ქლორიდი (CPC) — ეს არის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული კომპონენტი პირის ღრუს ჰიგიენის დადასტურებული ეფექტურობით (იცავს კარიესისა და კბილის ნადებისგან). აქვს ვარიაბელური სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტურია ზოგი ვირუსის მიმართ.

 

ყველა ახალი ამბავი
0