შექმნილია კორონავირუსის ყველაზე ზუსტი 3D მოდელი: მეცნიერები აქვეყნებენ ვიდეოს

© AP Photoკორონავირუსი მიკროსკოპში
კორონავირუსი მიკროსკოპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი ვირუს SARS-CoV-2-ის სტრუქტურას ატომების დონეზე აჩვენებს და ხილულს ხდის იმ დეტალებს, რომელთა დანახვაც მანამდე შეუძლებელი იყო.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საუდის არაბეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სწავლულებმა კორონავირუსის ყველაზე ზუსტი 3D მოდელი შექმნეს.

როგორც უნივერსიტეტის საიტზეა ნათქვამი, მოდელის შესაქმნელად მიკროსკოპით გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.

მეცნიერების თქმით, მათი მოდელი ვირუს SARS-CoV-2-ის თანამედროვე სტრუქტურას ატომების დონეზე წარმოაჩენს და ამასთან ხილულს ხდის იმ დეტალებს, რომელთა დანახვაც მანამდე შეუძლებელი იყო.

„ჩვენი მოდელი აჩვენებს ვირუსის სრულ ულტრასტრუქტურას იმ სახით, რომლითაც ვიცნობთ მას დღეისათვის. ეს არ არის ლიპიდურ მემბრანაზე თვითნებურად განთავსებული არასრული ცილა–საცეცები“, — განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი მოდელი ვირუსის იმ ასპექტების შესწავლას გახდის შესაძლებელს, რომლებიც მანამდე უცნობი იყო და ამასთან დააჩქარებს COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0