თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამყარო ახალი, მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას, ნათქვამია ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც უწყების საიტზე 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსების აზრით, დღეისათვის გლობალური კონფლიქტი „პირველ სტადიაზეა“.
Vojenské zpravodajství dnes vydalo veřejnou výroční zprávu o své činnosti za rok 2019. K dispozici na našich stránkách.#Vojenskezpravodajstvihttps://t.co/ywyrB8NmrB
— Ministerstvo obrany (@ObranaTweetuje) November 10, 2020
„ყალიბდება მათი მსოფლმხედველობა, ვისაც სურს და შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს მასში, და ეტაპობრივად განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტრუმენტები“, — ნათქვამია დოკუმენტში.
შესაძლო კონფლიქტის მიზეზად მოხსენების ავტორები ასახელებენ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის მეტოქეობას.
ანალიტიკოსების აზრით, წამოჭრილი უთანხმოებების მოგვარება მშვიდობიანი დიალოგით შეუძლებელია, ხოლო მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგას. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, დაძაბულობის გაღრმავებას ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე The National Interest-მა რუსეთსა და ნატოს შორის პოტენციური ომის შანსები შეაფასა. სტატიის ავტორი ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანგრძლივ საომარ მოქმედებებში უპირატესობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დარჩება, თუმცა ამასთან ნატო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შეტევას გადაწყვეტს.