მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიწისძვრა თურქეთში: ბოლო მონაცემები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ

© REUTERS / TUNCAY DERSINLIOGLUმიწისძვრა თურქეთში
მიწისძვრა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის შემდეგ სულ დაფიქსირდა 196 აფტერშოკი, რომელთაგან 23–ის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატებოდა, ამასთან მიწისძვრას მოჰყვა „მინი-ცუნამიც“ 

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთსა და საბერძნეთში მინიმუმ 26 ადამიანია დაღუპული პარასკევს ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, იუწყება CNN–ი.

​ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 ადამიანი თურქეთშია დაღუპული, ხოლო ორი — მოზარდი გოგონა და ბიჭი — საბერძნეთის კუნძულ სამოსზე დაიღუპა შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 804 ადამიანს აღწევს, მაშველებმა ნანგრევებიდან ათობით ადამიანი ამოიყვანეს სპეცტექნიკის დახმარებით.

​სააგენტო აზუსტებს, რომ მიწისძვრის შემდეგ სულ დაფიქსირდა 196 აფტერშოკი, რომელთაგან 23–ის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატებოდა. ამასთან მიწისძვრას მოჰყვა „მინი-ცუნამიც“. 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის თქმით, ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება ხუთ ადამიანს, რვა კი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გუშინ მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,0 ბალით შეაფასა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ცნობით რყევები 6,6 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0