მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინფორმაცია „ფხიზელი მეზობლებისგან“: ბრიტანული პოლიცია სახლებში შეჭრით იმუქრება

© AP Photo / Matt Dunhamბრიტანული პოლიცია
ბრიტანული პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელები „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას გადაამოწმებენ და თუ ისინი დადასტურდება, დამრღვევებს სერიოზულადაც დააჯარიმებენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანეთის პოლიცია საშობაო დღესასწაულებზე იმ სახლებში შეჭრით იმუქრება, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იქნებიან თავშეყრილი, იუწყება გამოცემა The Sun.

კორონავირუსი - გრაფიტი კედელზე - Sputnik საქართველო
COVID-19: საყოველთაო კარანტინს კიდევ ერთი ქვეყანა აცხადებს

სამართალდამცველები ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული და მოქმედი საკარანტინო ღონისძიებებით ხსნიან.

როგორც პოლიციის კომისარი დევიდ ჯეიმისონი განმარტავს, სამართალდამცველები აუცილებლად შეამოწმებენ შობის დღეებში „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას და თუ ისინი დადასტურდება, გარდა იმისა, რომ თავყრილობას დაშლიან, სერიოზულადაც დააჯარიმებენ კარანტინის დამრღვევებს.

„თუ გვეცოდინება, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფები იკრიბებიან იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება, პოლიციას ჩარევა მოუწევს. რა თქმა უნდა, პოლიციის საქმე სულაც არ არის ადამიანებისთვის შობის დღესასწაულის ჩაშლა, მაგრამ ჩვენ ამას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთავრობის მიერ დადგენილი წესები გვავალდებულებს“, — ამბობს ჯეიმისონი.

დღეისათვის დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე იქ 945 378 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 45 765 გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0