მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშისაათის გადაწევა
საათის გადაწევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დრო ერთნაირად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კვირას ღამით თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ საათის ისრები ერთი საათით უკან გადაწია - ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ.

დრო ყველა სახელმწიფოში ერთდროულად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის. პროცესი ყოველთვის ერთ და იგივე დღეებში ხდება - მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. კვირის ადრეული დილა იმიტომ შეირჩა, რადგან ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, რადგან ამ დღეს ტრაფიკი ყველაზე ნაკლებია.

საათის ისრების გადაწევა მთელს ევროკავშირშია მიღებული.

გაცვლითი პუნქტი - Sputnik საქართველო
მოგვიწევს თუ არა გაზაფხულზე ერთმანეთი დავთვალოთ?..

ამჟამად რეალიზაციის პროცესშია ფინეთის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირში საათების ისრების გადაწევის პრაქტიკის შეწყვეტას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა 2019 წლის გაზაფხულზე კენჭი უყარა ფინეთის წინადადებას. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ევროპარლამენტის და ევროპის კავშირის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ეს ინიციატივა ყველა წევრ სახელმწიფოში ეროვნულ დონეზე იქნება რატიფიცირებული.

ევროპის კავშირის საბჭოს ეს წინადადება ჯერ არ განუხილავს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება ამოქმედდეს არა უადრეს 2022 წლისა. დროის შეცვლის შესახებ დისკუსიაც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საქართველო ზამთრის დროზე არ გადადის. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ“ 2005 წლის 20 ოქტომბერს გამოიცა. შესაბამისად, საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს საათის ისრები ერთი საათით უკან მას მერე არ გადაწეულა.

ყველა ახალი ამბავი
0