მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტონიუ გუტერეში: მსოფლიო კორონავირუსის გამოცდას ვერ უძლებს

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISSანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მსოფლიო შეიძლება ბიბლიური მასშტაბის შიმშილს შეეჯახოს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიომ ვერ შეძლო საკმარისი წინააღმდეგობა გაეწია კორონავირუსის პანდემიისთვის გათიშულობის გამო, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

Самоизоляция. Молодой человек сидит на подоконнике и смотрит в окно - Sputnik საქართველო
მსოფლიო ღამით: კაცობრიობას „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილობა და მეორე ტალღა ემუქრება, თუ...

მისი თქმით, თუ მსოფლიო მოქმედებებს არ შეათანხმებს, მილიონობით ადამიანი სიღატაკეში აღმოჩნდება.

„COVID-19-ის პანდემია სერიოზული გლობალური პრობლემააა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, მულტიკულტურალიზმისა და ასევე ჩემთვის — როგორც გაეროს გენერალური მდივნისთვის. სამწუხაროდ, ამ ტესტს საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით ვერ აბარებს“, — განაცხადა გუტერეშმა.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ თუ კოორდინირებული ზომები არ გატარდება, „მიკროსკოპული ვირუსი მილიონობით ადამიანს მოისვრის სიღატაკესა და შიმშილში“. ეს კი, გუტერეშის აზრით, უახლოეს წლებში დამანგრეველ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს.

გაეროს გენმდივანმა გააკრიტიკა მსოფლიოს ქვეყნები იმისთვისაც, რომ ისინი არც სხვა გლობალური გამოწვევების გადაჭრის საქმეში არიან ერთსულოვანი, კერძოდ, ავღანეთის, იემენისა და სირიის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ ანტონიუ გუტერეში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მსოფლიო შესაძლოა ბიბლიური მასშტაბის შიმშილს შეეჯახოს, თუ კვების პროდუქტების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროული ღონისძიებები არ გატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0