მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გუტერეში: ოჯახის წევრების მიერ მოკლული ქალების რაოდენობა ომის შედეგებს ჰგავს

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISSანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენმდივნის შეფასებით, მსოფლიოს ზოგ ნაწილში ქალების მკვლელობის მაჩვენებელი საომარი მოქმედებების მაჩვენებლებს უტოლდება

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პლანეტის მოსახლე ყოველი მესამე ქალზე სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა ფორმის ძალადობა, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გენასამბლეის მაღალი დონის სხდომაზე.

​„ყოველწლიურად 18 წელზე უმცროსი ასაკის 12 მილიონო გოგონა ქორწინდება. მსოფლიოს ზოგ ნაწილში ქალების მკვლელობა საომარი მოქმედებების ტოლფასია. ასე მაგალითად, 2017 წელს ყოველ დღე საშუალოდ 137 ქალს კლავდნენ საკუთარი ოჯახების წევრები“, — აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ქალები ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან მოლაპარაკებათა უმეტესობაში.

„მთელ მსოფლიოში ქალები მამაკაცების კანონიერი უფლებების მხოლოდ 75%-ს ფლობენ“, — განაცხადა გაეროს გენმდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, „შემოსავლების მოცულობის მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას შეიძლება კიდევ 150 წელი დასჭირდეს“.

ყველა ახალი ამბავი
0