მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს აღარ დააზღვევენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში“ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა
“ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცირკულარი „დაბეჯითებით“ ურჩევს კლუბის წევრებს, „შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ Nord Stream 2-თან და Turk Stream-თან კონტრაქტების გაფორმების რისკები“.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გემთმფლობელების ურთიერთდასადაზღვევო კლუბების საერთაშორისო ჯგუფმა (IG P&I) გადაწყვიტა არ დააზღვიოს ის ხომალდები, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში.

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“ - Sputnik საქართველო
მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“

ამის შესახებ ცნობილი ხდება ცირკულარიდან, რომელიც ჯგუფის წევრი ყველა კლუბის სახელით გავრცელდა.

„[თითოეული კლუბის] წევრებს შევახსენებთ, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი დაზღვევა ხომალდებისთვის, რომლებიც ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ან რაც კლუბს სანქციების დარღვევის საფრთხის წინაშე აყენებს. დამზვევებისთვის პირდაპირი სანქციების საფრთხის ფონზე, ამერიკული კანონების — CAATSA-ს და PEESA-ს გათვალისწინებით, კლუბი არ გასცემს დაზღვევებს იმგვარი საქმიანობისთვის, როგორებიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ან „თურქული ნაკადი“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ცირკულარი „დაბეჯითებით“ ურჩევს კლუბის წევრებს, „შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ Nord Stream 2-თან და Turk Stream-თან კონტრაქტების გაფორმების რისკები, რათა თავი აარიდონ სანქციებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: გერმანიამ შეიძლება პროექტი შეაჩეროს

აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაიწყო. ის ორი ტოტისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 15,75 მლრდ კუბური მეტრია. პირველი ტოტის დანიშნულება — რუსული გაზის თურქი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა, ხოლო მეორე ტოტისა — სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მომარაგება ბუნებრივი აირით.

ყველა ახალი ამბავი
0