08:14 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (534)
20010

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს და არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერებმა შაკიკის წარმოშობის ერთ-ერთ მიზეზს მიაგნეს, მათი კვლევა უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.

იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ შაკიკის წარმოშობას შესაძლოა ნეირონების ზედმეტად დაძაბვა იწვევდეს.

ირკვევა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინის ნეირონები ერთმანეთთან ნეიროტრანსმიტერების — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებების გადაცემით ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც ისინი „უკუდაპყრობას“ ექვემდებარებიან. ეს კი ნეიროტრანსმიტერების ხელმეორედ გამოყენებას აღკვეთს და ნეირონების ზედმეტად დაძაბვას იწვევს.

შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს>>

ამასთან, იაპონელი მეცნიერების თქმით, შაკიკი უკავშირდება „კორტიკალურ დეპრესიას“, რომლისთვისაც ნეირონების ჰიპერაქტიურობის მკვეთრი ცვლილებაა დამახასიათებელი.

მათი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობისადმი მიდრეკილება ნეირომედიატორ GLT-1-ის ტრანსპორტირების დარღვევაა.

„თუ აღმოჩნდება, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში GLT-1-ის მუშაობა ირღვევა, მაშინ გლუტამატის უკუდაპყრობის გაზრდაზე მომართული მედიკამენტური თერაპია შეიძლება მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს. ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (534)

მთავარი თემები