კორონავირუსი ორაგულზე საკმაო ხანს რჩება: დასახელდა ვადა და ტემპერატურა

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიორაგული
ორაგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გაცივებული ორაგული მთელ მსოფლიოში გაყიდვამდე ახალი და მკაცრი პროტოკოლით უნდა შემოწმდეს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს, რვა დღეზე მეტხანს ცოცხლობს გაცივებული ორაგულის ზედაპირზე, ასკვნიან ჩინელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პლატფორმაზე biorxiv.org.

კორონავირუსით დაზიანებული უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ - Sputnik საქართველო
კორონავირუსს „ფეხები“ აქვს: მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირების მექანიზმი გამოავლინეს

მკვლევარების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორაგულის ზედაპირზე მოხვედრილი კორონავირუსი ვირულენტურია (ანუ დაავადების გამოწვევის უნარი აქვს) ორი დღის განმავლობაში პლუს 25 გრადუსზე, და, სულ ცოტა, რვა დღის განმავლობაში 4 გრადუსზე.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ორაგული მსოფლიოს მასშტაბით ტრანსპორტირებისას სწორედ 4 გრადუსზე ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში.

„იმპორტირებული და ექსპორტირებული თევზი დაბალ ტემპერატურაზე (0-4 გრადუსი) ინახება. ასეთ ვითარებაში SARS-CoV-2-ით დაბინძურებული თევზი მარტივად ხვდება ერთი ქვეყნიდან მეორეში ერთი კვირის განმავლობაში და კორონავირუსის საერთაშორისო გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ხდება“, — ნათქვამია კვლევაში.

გამომდინარე აქედან, მეცნიერების თქმით, ორაგულის ექსპორტსა და იმპორტს ინსპექტირების ახალი და მკაცრი პროტოკოლი ესაჭიროება — სანამ მისი გაყიდვა დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0