მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

© REUTERS / POOLდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიბრინგ-გერდეს მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარების საქმეში ტრამპმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მშვიდობის პრემიის სხვა ნომინანტების უმრავლესობამ.

თბილისი, 9 სექტემბერი ― Sputnik. ნორვეგილემა დეპუტატმა კრისტიან ტიბრინგ-გერდემ ნობელის პრემიის კომიტეტს დონალდ ტრამპის მშვიდობის პრემიაზე წარდგენის წინადადებით მიმართა, იუწყება Fox News.

დეპუტატის წინადადებით, ამერიკის ლიდერს პრემია ძველი საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად გაღებული ძალისხმევისთვის უნდა გადაეცეს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა – გამოკითხვის შედეგები

ტიბრინგ-გერდეს მიაჩნია, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარების საქმეში ტრამპმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მშვიდობის პრემიის სხვა ნომინანტების უმრავლესობამ.

დეპუტატი ნობელის კომიტეტისადმი წერილში აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საკვანძო როლი შეასრულა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაში, რომელთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ვაშინგტონში 15 სექტემბერს იგეგმება. ამასთან, მას მიაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები საამიროების მაგალითს მიბაძავენ და ამ კუთხით სამშვიდობო ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმება გარდამტეხი მომენტი გახდება, რომლის წყალობითაც ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის რეგიონად გადაიქცევა. 

აღსანიშნავია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ტრამპის წინამორბედ ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0