მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლოს-ანჯელესში პოლიციამ შავკანიანი ველოსიპედისტი მოკლა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი პოლიციელები
ამერიკელი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ქვეყანაში არეულობის შესაჩერებლად ერთადერთი გზა არსებობს – ძალის გამოყენება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომლებმა შავკანიანი მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც ქუჩებში დიდი რაოდენობით დემონსტრანტები გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, იუწყება ტელეარხი CBS News.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი არეულობის შეჩერების ერთადერთ გზას ასახელებს: პოსტი Twitter-ზე

გავრცელებული ინფორმაციით, შერიფის ოფისის თანამშრომლები შეეცადნენ გაეჩერებინათ ველოსიპედით მოძრავი შავკანიანი მამაკაცი, რომელმაც წესები დაარღვია, მაგრამ ეს უკანასკნელი მიიმალა. პოლიცია გაქცეულს დაედევნა, დაეწია და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ველოსიპედისტმა ერთ-ერთ სამართალდამცველს დაარტყა. სწორედ ამ მომენტში შენიშნა შერიფის თანამშემწემ, რომ მამაკაცი პისტოლეტით იყო შეიარაღებული, რამაც აიძულა კიდეც პოლიციელები, ესროლათ მისთვის.

ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს, რის შედეგადაც ის დაიღუპა. დაპირისპირებაში არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

აშშ-ის ქალაქებში უკვე სამი თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც მინეაპოლისში პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას.

 

ყველა ახალი ამბავი
0