Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინა დაარეგისტრირა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიინფექციური საავადმყოფო ყაზახეთში
ინფექციური საავადმყოფო ყაზახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს მასშტაბით კლინიკური კვლევები ჩაუტარდება 19 ქვეყანაში შემუშავებულ 33 მეცნიერულ ნამუშევარს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კლინიკური გამოცდების ეტაპზე დაუშვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინა, იუწყება Sputnik-ყაზახეთი.

აღნიშნული ვაქცინა შემუშავებულია განათლების სამინისტროს მეცნიერებათა კომიტეტის ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. ეს არის ვაქცინა დეაქტივირებული ვირუსით, ამჟამად მისი კლინიკური გამოცდა დაიწყო.

COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფარმაცევტულ ქარხანაში „ბინოფარმი“ - Sputnik საქართველო
ვის აცრიან კორონავირუსზე საქართველოში: პირველი დეტალები

ჯანმოს მიერ კლინიკური გამოცდის ეტაპზე დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალში 19 ქვეყნის 33 მეცნიერული ნამუშევარი შევიდა. ნუსხაშია პრეპარატები რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა.

როგორ ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა აღნიშნა, ფონდმა ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე. რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ვაქცინის წარმოების შესახებ ხუთ ქვეყანასთან, არსებული სიმძლავრეებით წელიწადში 500 მილიონი დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0