მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში: ნაპოვნია უზარმაზარი ალმასი – ვრცელდება ფოტო

© photo: courtesy of Sopho Kakachiaბოლნისის საბადო
ბოლნისის საბადო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი უზარმაზარი ალმასის ფასი დაწახნაგების შემდეგ, სავარაუდოდ, 18 მილიონი დოლარი იქნება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ აფრიკაში, ლეტსენგის საბადოზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ალმასია ნაპოვნი, იუწყება ბრიტანული კომპანია Gem Diamonds Ltd, რომელიც საბადოზე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალმასის ზომა 442 კარატია.

​„ეს მიმდინარე წელს ნაპოვნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ალმასია, რაც ლეტსენგის საბადოს მნიშვნელობას ადასტურებს. ამ ადგილზე უკვე არაერთხელ აღმოაჩინეს დიდი ზომისა და მაღალი ხარისხის ძვირფასი ქვები“, — განაცხადა Gem Diamonds-ის პრეზიდენტმა კლიფორდ ელფიკმა.

ექსპერტების შეფასებით, ალმასის ფასი მისი დამუშავება–დაწახნაგების შემდეგ 18 მილიონ დოლარს მიაღწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0