მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიის თავზე უცნობი ციური სხეულის ვარდნა დააფიქსირეს

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავები ცაზე
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის თავზე 2 ივლისსაც დაფიქისრდა მანათობელი ობიექტი, შემდეგ კი ტიბას პრეფექტურაში მეტეორიტის ფრაგმენტი იპოვეს

თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უცნობი ციური სხეულის ვარდნა დაფიქსირდა ტოკიოს რამდენიმე ადგილას და კანტოს რაიონის სხვა პრეფექტურებში, იუწყება გაზეთი Yomiuri.

იაპონელი ტურისტები - Sputnik საქართველო
იაპონიაში უცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს: პოლიცია ვიდეოს ავრცელებს

ვარდნა დაფიქსირდა 21 აგვისტოს ადგილობრივი დროით 22:30 საათზე. კაშკაშა მანათობელმა მრგვალმა სხეულმა გადაკვეთა ცა მარცხნიდან მარჯვნივ და ჩაქრა დედამიწის ზედაპირთან ახლოს. მოვლენა დაფიქსირდა მოყვარულების მობილურ ტელეფონებზე, ავტომობილებზე დამონტაჟებულ რეგისტრატორებზე და საცხოვრებელ სახლებზე არსებულ ვიდეოკამერებზე ტოკიოს რამდენიმე რაიონში, მეზობელი პრეფექტურის (კანაგავას) რამდენიმე ქალაქში და მოშორებით მდებარე იამანასის პრეფექტურაშიც.

მეცნიერებს ჯერჯერობით მომხდარის ახსნა არ აქვთ, მაგრამ 2 ივლისს მომხდარ მოვლენასთან ანალოგიით (მაშინაც დაფიქსირდა მანათობელი ობიექტი, შემდეგ კი ტიბას პრეფექტურაში მეტეორიტის ფრაგმენტი იპოვეს) ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი მოვლენაც მეტეორიტის დაცემას შეიძლება უკავშირდებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0