საქართველოში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთში მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerთურქეთის საპატრულო პოლიცია
თურქეთის საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლოტუ გულის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენელი ხან ახმედლინსკი, რომელიც თავისი მსხვერპლის უახლოეს გარემოცვაში მოიაზრებოდა

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. კრიმინალი ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, რომელსაც ლოტუ გულის სახელით იცნობდნენ, თურქეთის ანტალიაში მოკლეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოტუ გულის მიბრჯნით ოთხჯერ ესროლა პისტოლეტიდან მამაკაცმა, რომელიც მასთან ერთად ვახშმობდა ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში. სასიკვდილო თავში მოხვედრილი ტყვია აღმოჩნდა.

სპეცნაზი სტამბოლში - Sputnik საქართველო
„ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

სალიფოვი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მსროლელი ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ ტრასაზე დააკავეს.

წინასწარი მონაცემებით, დაკავებული კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენელი ხან ახმედლინსკია, რომელიც ლოტუ გულის უახლოეს გარემოცვაში მოიაზრებოდა.

სალიფოვი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. მრავალი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს აზერბაიჯანის საპატიმროებში. 2017 წელს გათავისუფლდა და მაშინვე გაემგზავრა თურქეთში.

ყველა ახალი ამბავი
0