მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმომ საგანგებო ვითარება მსოფლიოში ისევ გაახანგრძლივა: ცნობილია ვადა

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უკვე დაეთანხმა საგანგებო ვითარებათა კომიტეტის რეკომენდაციას

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამი თვით გაახანგრძლივა საერთაშორისო საგანგებო ვითარების რეჟიმი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, იუწუება ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ჯანმო: კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს

კომიტეტმა საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების რეკომენდაციით ჯანმოს გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუს მიმართა, რომელიც დაეთანხმა წინადადებას.

„ამჟამინდელი პანდემია არის კრიზისი, რომელიც ას წელიწადში ერთხელ დგება და მის შედეგებს კიდევ ათობით წლის განმავლოვბაში ვიგრძნობთ“, — განაცხადა ჯანმოს გენდირექტორმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის ბევრი საკითხი უკვე გადაჭრილია, მაგრამ კიდევ ბევრი პრობლემა ჯერ ისევ მოუგვარებელი რჩება.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს საგანგებო სიტუაციატა კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომა იყო, რომელიც 18 ექსპერტისა და 13 კონსულტანტისგან შედგება. მისი მიზანია მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის შეფასება და რეკომენდაციების გაცემა ინფექციის გავრცელების ეფექტური შეკავებისთვის. წინა სხდომები 22–23 იანვარს, 30 იანვარსა და 30 აპრილს გაიმართა. კომიტეტის მორიგი სხდომა კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0