დასახლებული პლანეტები დედამიწასთან ახლოს: ერთი უკვე იდენტიფიცირებულია

© Pixabay / 9866112პლანეტების აღლუმი
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი ასეთი ვარსკვლავი უკვე იდენტიფიცირებულია — ეს Beta Canum Venaticorum–ია, რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 27 სინათლის წლითაა დაშორებული

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული მოდელირების შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგ ვარსკვლავს შესაძლოა დაახლოებით შვიდი დასახლებული პლანეტა ჰქონდეს.

ნაშრომი გამოქვეყნებულია Astronomical Journal–ში.

ობსერვატორიის ტელესკოპი - Sputnik საქართველო
უცხოპლანეტელების ძებნა სექტემბერში ოფიციალურად იწყება – გადაწყვეტილება მიღებულია

კალიფორნიის უნივერსიტეტეის მკვლევარებმა, ასტრობიოლოგ სტივენ კეინის ხელმძღვანელობით, ჩვენთვის უახლოესი პლანეტარული სისტემა TRAPPIST-1–ის მაგალითზე, შექმნა სხვადასხვა ზომის პლანეტების სისტემის პირობითი მოდელი, რომლებიც საკუთარი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი TRAPPIST-1 წითელი ჯუჯაა, რომელიც დაახლოებით იუპიტერის ზომისაა. დღეისათვის ცნობილი მისი შვიდი პლანეტიდან სამი დედამიწის მსგავსია და ისინი „დასახლებულ ზონაში“ მდებარეობენ.

„ამან ვარსვლავის დასახლებული პლანეტების მაქსიმალურ რაოდენობაზეც დამაფიქრა და იმაზეც, რატომ აქვს ჩვენს ვარსკვლავს — მზეს, მხოლოს ერთი ასეთი პლანეტა“, – აცხადებს სტივენ კეინი.

მოდელირების შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგ ვარსკვლავს შესაძლოა დაახლოებით შვიდი პლანეტა ჰქონდეს თხევადი წყლით, ხოლო მზის მსგავს ვარსკვლავს — მაქსიმუმ ექვსი.

მარსზე უძველესი მდინარეების კვალი აღმოაჩინეს: ქვეყნდება სამეცნიერო კვლევა>>

შემდგომ ეტაპზე კვლევია ავტორებმა გაარკვიეს, რატომ არის მზის სისტემაში მხოლოდ ერთი დასახლებული პლანეტა, თუკი მათი რაოდენობა ექვსი შეიძლება იყოს. აღმოჩნდა, რომ მთელი საქმე იუპიტერში, რომლის მასაც ორნახევარჯერ მეტია მზის სისტემის სხვა პლანეტების საერთო მასასთან შედარებით. სწორედ ამიტომ ის დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სისტემის დასახლებულობაზე, ვინაიდან სხვა პლანეტების ორბიტებს არღვევს.

ახლა შრომის ავტორები აპირებენ, მიზანმიმართულად ეძებონ ვარსკვლავები, რომლებსაც გარს მცირე ზომის პლანეტების რკალი ექნება. სწორედ ეს ვარსკვლავები გახდება მათი სამიზნე NASA–ს პროექტ HabEx–ზე მუშაობისას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ერთი ასეთი ვარსკვლავი უკვე იდენტიფიცირებულია — ეს Beta Canum Venaticorum–ია, რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 27 სინათლის წლითაა დაშორებული, მის პლანეტარულ სისტემაში არ შედიან იუპიტერის მსგავსი გიგანტები და არ არის გამორიცხული, რომ ამ ზონაში რამდენიმე დედამიწისმაგვარი პლანეტა აღმოჩნდეს.
 

ყველა ახალი ამბავი
0