მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს: ვის შეეხება შეზღუდვები

© REUTERS / Joshua Robertsკაპიტოლიუმის ხედი აშშ-ს დროშის მიღმა
კაპიტოლიუმის ხედი აშშ-ს დროშის მიღმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ ირანი საფრთხეს უქმნის მშოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა – იმ ლითონებისა და მასალების მიწოდება შეუზღუდა, რომელთა გამოყენებაც ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროგრამებისთვის შეუძლია, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს 22 კონკრეტულ მასალას, რომლებიც ირანის ბირთვულ, სამხედრო და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებში გამოიყენება. მათზე, ვინც შეგნებულად გადასცემს ირანს ასეთ მასალებს, ამიერიდან, აშშ-ის კანონის 1245-ე მუხლის შესაბამისად, სანქციები გავრცელდება“, — ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო პროგრამა „სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

ირანის დროშები - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ინციდენტი: ირანში უცნაური მოვლენების სერია გრძელდება

გარდა ამისა, ასევე იკრძალება ირანის სამშენებლო დარგისთვის საჭირო მასალების მიწოდება, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ქვეყნის სამშენებლო სექტორს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ აკრძალული 22 მასალის ჩამონათვალში ასევე შევიდა ალუმინის შენადნობები, ალუმინის ფხვნილი, ფოლადის, მათ შორის, უჟანგავი ფოლადის ზოგი მარკა.

 

ყველა ახალი ამბავი
0