მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„წითური ნაძირალა“: ქალის დაორსულებაში დამნაშავე კატა აღმოჩნდა

გამოწერა
ოჯახმა შინ წითური კატა მიიყვანა, რომლის დაუდგრომელი ხასიათის გამო თავიდან იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ბინაში პოლტერგეისტი ჩაუსახლდათ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ჩემი ცოლის ორსულობაში ჩვენი კატაა დამნაშავე, დაწერა საიტ Reddit-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომლის ისტორიასაც არაერთმა მედიასაშუალებამ მიაქცია ყურადღება.

ლაბრადორ რეტრივერი - Sputnik საქართველო
ნამდვილი ამბავი: როცა ძაღლის სახით კარზე ბედისწერა გიკაკუნებს

ირკვევა, რომ წყვილს პირველი შვილი ერთი წლის წინ შეეძინა. გამომდინარე იქიდან, რომ ცოლის პირველი ორსულობა მეტად მძიმედ მიმდინარეობდა და თანაც ამასთან ერთად კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა, ოჯახმა მეორე ბავშვის გაჩენა სამომავლოდ გადადო.

ვინაიდან ქალს ჰორმონალური აბების მიღება არ სურდა, წყვილმა პრეზერვატივების გამოყენება დაიწყო. მაგრამ აქ საქმეში მათი წითური კატა ჩაერია.

„ჩვენი კატა ბოროტი გენიაა. სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს მსუქანი წითური არამზადა უფრო ჭკვიანია, ვიდრე ჩვენი ერთი წლის შვილი. აბსოლუტურად ყველგან აღწევს და ყველაფერს სწვდება. ვერანაირი კარი, ყუთი თუ კარადა ვერ აკავებს და თუ რამე უნდა, აუცილებლად იპოვის“, — წერს მამაკაცი.

მისი თქმით, თავიდან, როცა კატა შინ მიიყვანეს, იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ სახლში პოლტერგეისტი ჩაუსახლდათ, ვინაიდან სამზარეულოს ყველა კარადა ყოველ დილით გაღებული და არეული ხვდებოდათ.

მამაკაცი წერს, რომ მათ კატას ძალიან უყვარს ყურის საწმენდი ჩხირებით თამაში და მათი ღრღნა. ამიტომ ჩხირებით სავსე ქილა კარადაში დამალეს პრეზერვატივების გვერდით. კატამ იოლად მიაგნო მათ და, რაღა თქმა უნდა, დაღრღნა. ცოლ-ქმარმა გაფუჭებული ჩხირები გადაყარა, ხოლო პრეზერვატივები სხვაგან შეინახა.  

ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო
მალე ადამიანი ცხოველთან „დიალოგს“ შეძლებს: იაპონიაში უნიკალური აპარატი იქმნება

სამი კვირის შემდეგ კი ქალმა ნაცნობი სიმპტომები შენიშნა თავს, ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო.

წყვილი თავიდან ვერ მიხვდა, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როცა ისინი სექსის დროს თავს იცავდნენ. მაგრამ უცბად ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გაახსენდათ და პრეზერვატივები „შეისწავლეს“... და თითოეული მათგანის შეფუთვაზე აკურატული გამჭოლი ნახვრეტი აღმოაჩინეს — მათი კატის ნაკბილარი.

  • „ერთი სული მაქვს ვუამბო ჩვენს ახალ გოგონასა თუ ბიჭს, რომ თავის დაბადებას ჩვენს კატას უნდა უმადლოდეს“, — წერს მამაკაცი.

აღსანიშნავია, რომ სახალისო ისტორიას არაერთმა მედიასაშუალებამ მიაქცია ყურადღება, გამოაქვეყნა და უჩვეულო ამბავი უამრავმა ადამიანმა შეიტყო.

ყველა ახალი ამბავი
0