მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სასჯელი შეუსრულებელი საშინაო დავალების გამო: 15 წლის გოგონა დაპატიმრებულია

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა გოგონას გათავისუფლების თაობაზე, მიიჩნია რა, რომ საპატიმროში ყოფნა მას სასიკეთოდ წაადგება.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ოკლენდის საოლქო სასამართლომ (აშშ) უარი უთხრა გათავისუფლებაზე 15  წლის მოსწავლე გოგონას, რომელიც არასრულწლოვანთა საპატიმროში შეუსრულებელი დავალების გამო მოხვდა, იუწყება Metro Times.

განძეული - Sputnik საქართველო
კვესტი დამარხული განძის ძიებაზე: იუველირი მინიშნებებს ყიდის

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახელად გრეისი (გვარს არ ასახელებენ) 2019 წელს დაადანაშაულეს თავდასხმასა და ქურდობაში, თუმცა მაშინ არ დააპატიმრეს და გამოსაცდელი ვადით დატოვეს თავისუფლებაზე. მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში კი მოსამართლემ ის არასრულწლოვანი კანონდამრღვევებისთვის განკუთვნილ კომპლექსში გადაგზავნა, ვინაიდან ჩათვალა, რომ შეუსრულებელი საშინაო დავალება გამოსცდელი ვადის პირობების დარღვევა იყო.

გრეისის ადვოკატმა მისი ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მაგრამ მოსამართლე მერი ელენ ბრენანმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მიიჩნია რა, რომ კომპლექსში ყოფნა სასარგებლო იქნება გრეისისთვის.

  • „ვფიქრობ, რომ შენ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო“, — უთხრა მოსამართლემ გოგონას.

ბრენანმა განმარტა, რომ ის სამჯერ იყო გამოძახებული გრეისის სახლში დედასა და შვილს შორის ჩხუბის გამო.

„ის დააკავეს არა შეუსრულებელი საშინაო დავალების, არამედ იმის გამო, რომ საფრთხეს წარმოადგენს დედისთვის“, — ციტირებს გამოცემა მოსამართლის სიტყვებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვან გოგონას ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს და მას განსაკუთრებულად გაუჭირდა ონლაინ–გაკვეთილების პერიოდში, რაზეც სკოლები კორონავირუსის პანდემიის გამო გადავიდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0