მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაგვიზარდეთ გადასახადები: მსოფლიოს მილიონერები ქვეყნების მთავრობებს წერილით მიმართავენ

© Pixabay / jackmac34საგადასახადო დოკუმენტაცია
საგადასახადო დოკუმენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერთა წერილს, რომლითაც ისინი გადასახადების გაზრდას სთხოვენ ქვეყნების მთავრობებს, ხელს 83 მდიდარი ადამიანი აწერს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მილიონერთა მოზრდილმა ჯგუფმა რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობებს მიმართა წერილობითი თხოვნით, გაუზარდონ გადასახადები შეძლებულ ადამიანებს კორონავირუსული პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის მიზნით.

ანტონიუ გუტერიში - Sputnik საქართველო
მოსალოდნელია გლობალური შიმშილი: გაეროს გენმდივანი ხელისუფლებებს აფრთხილებს

როგორც წერილშია აღნიშნული, მილიონერებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ „ჩვენი მსოფლიოს გადარჩენაში“.

„არა, ჩვენ არ ვუვლით ავადმყოფებს ინტენსიური თერაპიის პალატებში, არ ვმართავთ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც პაციენტები გადაჰყავთ საავადმყოფოებში, არ ვალაგებთ პროდუქტს მაღაზიების თაროებზე და არ დაგვაქვს საკვები კარდაკარ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი ფული“, — ნათქვამია წერილში, რომელსაც 83 მილიონერი აწერს ხელს.  

მათი აზრით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგები კიდევ ათობით წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი, რის გამოც ნახევარმა მილიარდმა ადამიანმა შესაძლოა ღარიბთა რიგები შეავსოს, ასობით მილიონმა კი სამსახურები დაკარგოს საწარმოების დახურვის გამო.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ>>

გზავნილის ავტორები სთავაზობენ ქვეყნების მთავრობებს, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა გადასახადების მოკრებასა და მათ განაწილებაზე.

„მსოფლიოს მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს სამსახურის, საცხოვრებელი სახლისა თუ ოჯახების რჩენის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხე. ჩვენ არ ვდგავართ ამ უბედურების წინა ხაზზე და ჩვენი შანსები, გავხდეთ ამის მსხვერპლი, შეუდარებლად მცირეა. ამიტომ გთხოვთ, გაგვიზარდეთ გადასახადები. ეს ერთადერთი სწორი არჩევანია. კაცობრიობა ფულზე მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია წერილში.

მილიონერთა გზავნილზე ხელმომწერთა შორის არიან ახალი ზელანდიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი სტივენ ტინდალი, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი რიჩარდ კერტისი, ვენჩურული ინვესტორი ჯონ ო’ფარელი, უოლტ დისნეის შვილიშვილი ებიგეილ დისნეი და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების ბევრი ცნობილი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0