მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა ღირს აია-სოფია: საბერძნეთში თურქული პროდუქციის ბოიკოტირებას ითხოვენ

© REUTERS / MURAD SEZERაია სოფიას ტაძარი
აია სოფიას ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერძნული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა თურქეთში 1,4 მლრდ ევროს აღწევს, ხოლო თურქეთიდან იმპორტის მოცულობა ერთ მილიარდ ევროს უახლოვდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბერძენმა ბიზნესმენებმა ემბარგო უნდა დაადონ თურქეთთან ვაჭრობას, ხოლო მომხმარებლებმა ბოიკოტი გამოუცხადონ თურქულ პროდუქციას აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გამო, განაცხადა პირეოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ვასილის კორკიდისმა, იუწყება გამოცემა Naftemporiki.

„ვთავაზობ სავაჭრო პალატების ცენტრალურ კავშირს, მიიღოს პროტესტის რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ჩვენ, როგორც მეწარმეები, უარს ვიტყვით თურქეთთან ექაპორტსა და იმპორტზე, ხოლო როგორც მომხმარებლები, არ შევიძენთ პროდუქციას, რომლის შტრიხ–კოდიც იწყება 868 და 869-ით“, — განაცხადა კორკიდისმა.

გარდა ამისა, ბიზნესმენმა საბერძნეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მიმართოს ევროკავშირს თურქეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციების დაწესების თხოვნით.

აია–სოფია - Sputnik საქართველო
აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა: პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა

კორკიდისის თქმით, მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ შეიძლება თურქული პროდუქციის შეტანისა და მოხმარების აკრძალვამ საბერძნეთს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენოს.

„მაგრამ რა ღირს ბერძნული, ქრისტიანული და მსოფლიო კულტურული ძეგლის დასაცემად გადადგმული ნაბიჯები?“ — სვამს კითხვას ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ ბერძნული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა თურქეთში 1,4 მლრდ ევროს აღწევს, ხოლო თურქეთიდან იმპორტის მოცულობა ერთ მილიარდ ევროს უახლოვდება.

საქართველოს საპატრიარქო აია-სოფიას ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნების მომხრეა>>

ცნობილია, რომ თურქეთის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები. ეკლესიების მსოფლიო საბჭომ და გერმანიის ევანგელისტურმა ეკლესიამ უკვე მიმართეს თხოვნით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. გარდა ამისა, რომის პაპმა ფრანცისკმა ღრმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წმიდა სოფიას ტაძარმა მეჩეთის სტატუსი მიიღო.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ — ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ პარასკევს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომელიც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსს ანიჭებდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მალევე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების თაობაზე 24 ივლისიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0