თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ ბოულდერ-სიტის მცხოვრებმა TikTok-ზე გაურკვეველი ცხოველის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტ-მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო, წერს Daily Star.
Mystery alien creature with ‘human-looking arms’ freaks out the internethttps://t.co/L4qH89WyHw pic.twitter.com/oUYgpsTmML
— Daily Star (@dailystar) July 8, 2020
კადრებზე, რომელიც რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ჩანს ხვლიკის მსგავსი არსება, რომლის გრძელი კიდურებიც ბევრმა ადამიანის ხელებს მიამსგავსა (აღნიშნული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე).
კამერაზე დაფიქსირებული არსება იმდენად უცნობია, რომ ბევრმა ის სათამაშოდაც კი მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შენიშნეს და კამერაზე აღბეჭდეს არაერთი უცნობი არსება, რომელმაც არა მარტო იუზერები, არამედ მეცნიერებიც კი დააფიქრა.