მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მესამე აფეთქება ბოლო სამ კვირაში: ირანში უცნობი სამხედრო ობიექტი შენიშნეს

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიირანის სახელმწიფო დროშები
ირანის სახელმწიფო დროშები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს მომხდარი აფეთქება უკვე მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რომლებიც ირანის სამხედრო ობიექტებზე მოხდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თეირანის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რამაც ორ საცხოვრებელ რაიონში ელექტრომომარაგების მასობრივი გათიშვა გამოიწვია, იუწყება The New York Times ირანის სახელმწიფო მასმედიაზე დაყრდნობით. 

​აღსანიშნავია, რომ ეს ირანში მომხდარი მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნულ რაიონში რამდენიმე სამხედრო და სასწავლო ობიექტი მდებარეობს.

„არსებობს ორი მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც ქიმიური იარაღის კვლევას უკავშირდება, და ასევე უცნობი სამხედრო ქარხანა“, — განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირანის საკითხებში ფაბიან ჰინცმა.
ირანის დროშა  - Sputnik საქართველო
ისრაელის ხელი: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება მოხდა – ვრცელდება ვიდეო

​აღსანიშნავია, რომ აფეთქების შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების განცხადების მიუხედავად, პარლამენტის წევრი ჰოსეინ აგვერდი უარყოფს ფაქტს და აცხადებს, რომ დენის მიწოდება ადგილობრივ ელექტროსადგურზე წარმოქმნილი პრობლემის გამო შეწყდა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ხანძრის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, აფეთქებას მოჰყვა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 26 ივნისს აფეთქება დაფიქსირდა ფარჩინის სამხედრო ბაზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0