მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩრდილოეთ კორეაში უცნობი ბირთვული ობიექტი აღმოაჩინეს – ფოტოები თანამგზავრიდან

© photo: Sputnik / http://aurumtravel.ru/severnaya-koreya.htmlფხენიანი
ფხენიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის დანიშნულებაზე ეჭვები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მაშინ მკვლევარები დარწმუნებული არ იყვნენ ინფორმაციის ნამდვილობაში.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მკვლევარებმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მახლობლად მანამდე უცნობი ბირთვული ობიექტი აღმოაჩინეს, იუწყება CNN თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კომპანია Planet Labs-ს ეკუთვნის, ხოლო მათი ანალიზი მონტერეის ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფოტოებზე აქტიურად მოქმედი სამეცნიერო ობიექტია დაფიქსირებული, სადაც, დიდი ალბათობით, ბირთვული ქობინები იწარმოება.

„მას აქვს ჩრდილოკორეული ატომური ობიექტის ყველა ნიშანი — დაცვის პერიმეტრი, შიდა საცხოვრებელი სათავსოები, მიწისქვეშა ნაწილი, ქვეყნების ლიდერების უცნობი ვიზიტებისადმი მიძღვნილი ძეგლები“, — განმარტა თანამგზავრის მონაცემები პროფესორმა ჯეფრი ლუისმა.

მისი დასკვნის თანახმად, საწარმოს არც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს შეუწყვეტია მუშაობა და არც მას შემდეგ, რაც პროგრამის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

ზუსტდება, რომ პირველი ეჭვები ამ ობიექტის დანიშნულების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მკვლევარებმა მაშინ თავი შეიკავეს ამ თემაზე საუბრისგან, ვინაიდან ინფორმაციის ნამდვილობაში დარწმუნებული არ იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს ჩრდილოკორეელი დიპლომატები კიდევ ერთხელ დაემუქრნენ აშშ-ს განადგურებით — ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ბირთვული რაკეტები აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0