მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი წმინდანი: ვატიკანს 15 წლის მოზარდის „ინტერნეტის მფარველად“ გამოცხადება სურს

CC0 / Pixabay / ვატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედია წერს, რომ ერთ-ერთი მძიმედ დაავადებული ყმაწვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მღვდელმსახურმა სწორედ კარლოს შესთხოვა მისი გამოჯანმრთელება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ვატიკანში 15 წლის მოზარდის კარლო აკუტისის კანონიზაცია, ანუ წმინდანის რანგში აყვანა სურთ, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა ლეიკემიით, იუწყება NBC News.

გამოცემის ინფორმაციით, მიიჩნევა, რომ აკუტისმა სხვა მოზარდი განკურნა მომაკვდინებელი დაავადებისგან.

​ცნობილი ხდება, რომ კარლო აკუტისი ლონდონში დაიბადა. დედის თქმით, ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც ვიდეოთამაშები უყვარდა, თუმცა მას ასევე ჰქონდა „განსაკუთრებული სულიერი ცხოვრება ინტერნეტში“.

ირკვევა, რომ ყმაწვილმა დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და შექმნა საიტი, რომელზეც მსოფლიო მასშტაბით მომხდარი ქრისტიანული სასწაულების კატალოგი განათავსა.    

გარდა ამისა, კარლო გვერდში ედგა იმ თანატოლებს, რომლებიც დაცინვის მსხვერპლი ხდებოდნენ და ასევე ეხმარებოდა უსახლკაროებსა და მიუსაფრებს.

მოზარდის სახელი საყოველთაოდ ცნობილი 2013 წელს გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრაზილიელმა სასულიერო პირმა სწორედ მას შესთხოვა კუჭქვეშა ჯირკვლის თანდაყოლილი დეფორმაციის მქონე, სერიოზულად დაავადებული ბიჭუნას გამოჯანმრთელება, რომლის მდგომარეობამაც ლოცვიდან სამი დღის შემდეგ დაიწყო გაუმჯობესება.

ამ დროისათვის კარლო აკუტისის წმინდანად შერაცხვის საკითხი ვატიკანში ბეატიფიკაციის (კანონიზაციის წინა ეტაპი) სტადიაზეა. თუ მას წმინდანად აღიარებენ, ის ინტერნეტის მფარველად გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0